1994 წელს „მის სამყაროს“ კონკურსზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, ინდოელი წარმოშობის ვარსკვლავი, აიშვარია რაი კინოსამყაროში გადაერთო. მან მონაწილეობა მიიღო უამრავ ადგილობრივ ფილმში და იყო საპატიო სტუმარი ჰოლივუდში. გარკვეული პერიოდი აიშვარია ეკრანებიდან გაქრა, თუმცა, წელს მან დაბრუნება გადაწყვიტა.
ლამაზმანმა ფილმში „ორმხრივი მიზიდულობა“ მთავარი როლი შეასრულა. მისი თქმით, იგი მოხარულია კინოში დაბრუნებით და ტკბება გადაღების ყოველი წამით.
შეგახსენებთ, რომ პაუზის პერიოდში მთელს თავისუფალ დროს აიშვარია შვილის მოვლას უთმობდა, ამჯერად კი მან კვლავ გადაწყვიტა ფილმებში მონაწილეობა.