თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს – „მშვიდობის ქალაქი“, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი – ეს სლოგანი სჯობს ძვირფასო მერიავ“, – წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისის 2023 წლის სლოგანს – „მშვიდობის ქალაქს“ ეხმიანებიან.
როგორც დღეს კახა კალაძემ თქვა, განცხადებები იმის შესახებ, რომ სლოგანი უკრაინელების მიმართ ნიშნისმოგებაა, უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება
„სხვანაირად აეწყობა“ – დაიხარჯება თუ არა თანხა ბიუჯეტიდან და როგორი იქნება დედაქალაქის ნაძვის ხე