LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „1 თვეა ვცდილობ შევიდე სააკაშვილთან, ვნახო და არ მაძლევენ ნებართვას…” – გიორგი მარგველაშვილი

217
BeFunky-collage

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უკვე 1 თვეა რაც მიხეილ სააკაშვილთან შესვლას და მის მონახულებას ცდილობს, თუმცა ნებართვას არ აძლევენ.

ამის შესახებ მარგველაშვილმა „ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „სააკაშვილის მდგომარეობა დღეს, არის საქართველოს შეურაცხყოფა.”

„1 თვეა ვცდილობ შევიდე სააკაშვილთან, ვნახო და არ მაძლევენ ნებართვას. მინდა რომ ვნახო, რადგან ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მეკითხება მის თაობაზე და მინდა პირველწყაროსგან ვიცოდე…

ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და პუტინისთვის იმის ჩვენება, რომ, რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g