„თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი“ მორიგ დოკუმენტურ სატელევიზიო ფორმატის ფილმს უმზადებს მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას, ფილმი ქართულ სასიმღერო ხელოვნებაში, გამორჩეული წარმომადგენლის კომპოზიტორისა და მომღერლის გიორგი ჩუბინიშვილს ეძღვნება.
უბერებელი რომანსების ავტორი გიორგი ჩუბინიშვილი დაიბადა 1889 წელს და მისი გარდაცვალება თარიღდება 1945 წლით. სამწუხაროდ, დღეს ძალიან მწირია მასალა, რომლითაც კომპოზიტორის შემოქმედებასა თუ ცხოვრებას გავეცნობით, შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ფილმს კინორეჟისორი გვანცა მეფარიშვილი გადაიღებს და მასში კომპოზიტორის შესახებ არაერთ საინტერესო ფაქტს მოვისმენთ.
ფილმში ჭარბად იქნება წარმოდგენილი კომპოზიტორის უკვე სახალხოდ ცნობილ რომანსები, რომელსაც ბრწყინვალე მომღერალი ეკა მამალაძე შეასრულებს, მას საფორტეპიანო თანხლებას პიანისტი ნინო გულიაშვილი გაუწევს.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლოს საპრემიერო ჩვენებაც იგეგმება.

