დაშორებიდან სამი თვის შემდეგ, ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი კვლავ ერთად არიან. წყვილმა ერთად იყო გასულ უქმეებზე.
აფლეკი და გარნერი მთელი დღის მანძილზე შვილებთან ერთად ერთობოდნენ, საღამოს კი მეგობრების კომპანიაში რესტორანში ივახშმეს. თვითმხილველების განცხადებით, ბენიც და ჯენიფერიც ბედნიერები ჩანდნენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ჰოლივუდის ერთ-ერთ მისაბაძ წყვილად მიიჩნეოდნენ, თუმცა, 30 ივნისს 10 წლიან ქორწინებას წერტილი სკანდალმა დაუსვა, რომელშიც სასიყვარულო სამკუთხედი აღმოჩნდა გახვეული: აფლეკი, გარნერი და ბავშვების ძიძა. თავდაპირველად ბენი მასთან ურთიერთობას სიცრუეს უწოდებდა, მოგვიანებით კი მან შვილების ძიძასთან რომანი აღიარა.