ნორვეგიის ხელისუფლება გეგმავს, რომ 2024 წლიდან ტურისტებისთვის გადასახადი დააწესოს. The Local Norway-ის ინფორმაციით, სიახლის საშუალებით მუნიციპალიტეტები პოპულარული ტურისტული ადგილების მოვლისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავენ.
გამოცემის ცნობით, ყოველწლიურად პოპულარულ ევროპულ ქვეყანას მთელი მსოფლიოდან 10 მილიონზე მეტი ტურისტი აკითხავს. ვიზიტორთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ნორვეგიის მონახულება საკმაოდ ძვირია. ახალი გადასახადის შემოღება კი ამ მოგზაურობას კიდევ უფრო მეტად გააძვირებს.
მოსალოდნელია, რომ გადასახადი აისახება სასტუმროებში გაჩერებაზე, სუვენირების შეძენაზე და ტურიზმის სფეროს სხვა სერვისების გამოყენებაზე. შემოსული თანხა ღირსშესანიშნაობების შენახვას და ვიზიტორების მიერ დატოვებული ნაგვის გატანას მოხმარდება.