LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელმა მეცნიერებმა ლუდის მოყვარულები გაახარეს

142
Beer-Malt-Hops

იტალიელმა მეცნიერებმა, რომლებიც მილანის უნივერსიტეტში მოღვაწეობენ, დაადგინეს, რომ ნივთიერებას რომელიც ლუდის შემცველობაშია, ალცჰეიმერის დაავადების გაჩენის რისკის შემცირება შეუძლია.

მეცნიერების დასკვნის მიხედვით, სვიის ყვავილი სასარგებლო ანტიოქსიდანტებს შეიცავს და მათი მოქმედება დაავადებასთან თითქმის პირდაპირ კავშირშია.

გარდა ამისა, ლუდს ორგანიზმიდან გამოყავს ტოქსინები, რომელიც თავის ტვინის მუშაობის დარღვევას იწვევს.

მეცნიერთა თქმით, საუკეთესო „წამალი“ არის ტეტნანგერი – გერმანული სვიის სახეობა. მისგან დამზადებულ ლუდში ყველაზე დიდი რაოდენობითაა ანტიბიოტიკი, რომელიც თავის ტვინის ანთებას ამცირებს.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ყველას აფრთხილებენ რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმისთვის მაინც საზიანოა. ლუდის შემთხვევაში, ზედოზირება კოგნიტურ შესაძლებლობებს ამცირებს.

კვლევა ჟურნალში ACS Chemical Neuroscience გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები