უკრაინაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ეხმაურება მმართველი გუნდის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნის გამო, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერდეთ:
„ვცოცხლობთ – საქართველოსთვის…
ვიბრძვით – საქართველოსთვის… და თუ ვიღუპებით იმისთვის, რომ – იცოცხლოს საქართველომ…
„სავალალოა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატებისგან ამგვარი გზავნილი ისმის“ – ანდრო გოცირიძე განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგონ უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა საქართველოს მოქალაქეობა
„იურისტი არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური ორიენტაციის განმსაზღვრელი აქ მმართველი პარტიის, სახელმწიფოს სურვილია“.– განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
თავად მოქალაქეობა არ არის რაინდული ფენომენი და იგი ძალიან ზოგადია, აი, ქართველობა კი, როგორც ერთმა კარგმა ქართველმა და დიდმა ფილოსოფოსმა თქვა, რაინდული ფენომენია და რაინდობა კი, პირველ რიგში, ნებაა.
აი, ამ სამ რამეზე დაფუძნებული ნება და როცა ამ ნების მატარებელ ხალხს ორ-ყდიანი წიგნაკის წართმევით აშინებ, შენი ჭკუით, იმასთან ერთად, რომ დაუფიქრებელი აუწონავი ნაბიჯია, ამასთან ერთად სახიფათოცაა.“ – წერს არჩილ ხოფერია.
ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას და რომ ეს, კანონით არის განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო, ჯაბა ხოფერია სამშობლოში, გუშინ ჩამოასვენეს.
ამავე თემაზე:
VIDEO: „აქედან სოხუმში წავალთ“ – მირო ვანაძე უკრაინაში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას ვიდეოს აქვეყნებს