LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი, ავდექი და გავაკეთე ეს“ – მარგო რობიმ ბრედ პიტს კოცნა მოჰპარა

284
page

რამდენიმე დღეში ფილმის, „ბაბილონის“ პრემიერა შედგება, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და მარტო რობი ასრულებენ. ახლახან რობის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის ბრედ პიტზე საუბრობს. როგორც ჩანს, ქერა ლამაზმანმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბრედ პიტს აკოცა, ისე  რომ ეს სცე­ნა­რით  გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სულაც არ იყო. მისი განცხადებით ეს მან რე­ჟი­სო­რის დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო.

„ვი­ფიქ­რე, კი­დევ რო­დის მო­მე­ცე­მო­და ბრედ პი­ტის კოც­ნის შან­სი, გა­დავ­წყვი­ტე უბ­რა­ლოდ, ავ­მდგა­რი­ყა­ვი და გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს. რეჟისორს ვუთხარი ოჰ, მი­ჩივ­ლე თუ გინდა, ამის შან­სი შე­იძ­ლე­ბა აღა­რა­სო­დეს მქონ­დეს“, – ამ­ბობს 32 წლის მსა­ხი­ო­ბი.

ცნობისთვის, ფილმში მარ­გო დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბის, როლს ას­რუ­ლებს. კინოკრიტიკოსები სამსაათიან ფილმს, „ოსკარის“ ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ.

ტოსკანის მზის ქვეშ – მარგო რობისა და მისი ბრიტანელი მეუღლის რომანტიკა იტალიაში

მარგო რობი „ჟაკმიუს“ კაბა-სარაფანში ჰოლივუდის მთავარ მამაკაცებთან ერთად (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები