„ეს ყველას სჭირდება შობისთვის“, – ამ აღწერით აქვეყნებს მსახიობი ლელა მებურიშვილი ლონდონში გადაღებულ ულამაზეს კადრებს.
კადრებში ჩანს, როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ინგლისის დედაქალაქი.
რამდენიმე დღის წინ ლელა მებურიშვილი მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან ერთად როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფებოდა, სადაც ბრიტანეთის მოდის საბჭომ მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანები გამოარჩია და წლის გამარჯვებულები გამოავლინა.
ლელამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, თუ როგორი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, მათ შორის იყვნენ ნაომი კემპბელი და ტილდა სვინტონი.