ლელა მებურიშვილი მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან ერთად როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფებოდა, სადაც ბრიტანეთის მოდის საბჭომ მოდის სფეროში მოღვაწე ადამიანები გამოარჩია და წლის გამარჯვებულები გამოავლინა.
ლელამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, მათ შორის იყვნენ ნაომი კემპბელი და ტილდა სვინტონი.
ლელას ვიდეოში ჩანს სერიალ „ბრიჯერტონის“ მეორე სეზონის ვარსკვლავი, Simone Ashley, რომელთან ერთადაც მან ფოტო გადაიღო.
„ყველაზე ლამაზი და დახვეწილი გოგო, მზესავით ანათებს“ – ლელა მებურიშვილი მწვანე კაბასა და ყვავილებში