თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის მიერ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი “ნიღაბი 2022” გაიმართა.
ფესტივალისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზის კარი 2 დეკემბერს გაიღო.
ფესტივალის მიმდინარეობისას, 2-9 დეკემბერს სპექტაკლები გამართეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა – „ძველი თბილისის მელოდიები“; საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) – “ორკესტრი“; საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (SEU) – „დაარქვი რაც გინდა რეპეტიციის შემდეგ“; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა – „ვთამაშობთ სამანიშვილს“, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა – „ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ“, მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა – „გასასვლელი არ არის“ .
ასევე, ფესტივალის მონაწილეებისთვის: 6 დეკემბერს უკრანიელმა რეჟისორმა ნატაშა იაკიმჩენკომ სასცენო იმპროვიზაციის, ხოლო 7 დეკემბერს ქორეოგრაფმა დავით ჭანიშვილმა სასცენო მოძრაობის შესახებ ჩაატარეს მასტერ-კლასები.
10 დეკემბერს თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალის “ნიღაბი 2022” – ის საზეიმო დახურვაზე გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოება.
სპეციალური ჯილდოები გადაეცათ:
ანანო ქარუმიძეს ნომინაციაში – ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი, (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA));
ნიკოლოზ ქაცარიძეს ნომინაციაში – მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
გიორგი თაბაგარს ნომინაციაში – მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში – ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში – ფესტივალში მონაწილე თეატრალური დასების რჩეული (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
ანა კლაუსს ნომინაციაში – ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU));
ავთანდილ ყინჩიყიძეს ნომინაციაში – მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
მარიამ ფხალაძეს ნომინაციაში – ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
ლეო ჩერქეზიას ნომინაციაში – მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU));
ანანო სიდამონიძეს ნომინაციაში – ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში – მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)
ASTA-ს (თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია) რჩეული გახდა გიორგი ჭანტურია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
თბილისის მერიის რჩეული გახდა ერნესტ ჰოვანისიანი (ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
გოგი თოდაძის საპატიო პრიზი გადაეცა ბახვა გელაშვილს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);
პრიზი ნომინაციაში „ფესტივალის აღმოჩენა“ ერთდროულად ორ მსახიობს: საბა მეტრეველსა და გეგა გალოგრეს (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)) გადაეცა.
ფესტივალში მონაწილე დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები შეაფასეს ჟიურის წევრებმა: თავმჯდომარემ – ეკა მჟავანაძემ, მსახიობებმა: თამუნა ნიკოლაძემ, გიორგი ჯიქიამ, ეკა მოლოდინაშვილმა, მალხაზ ქვრივიშვილმა, ზუკა პაპუაშვილმა, ია სუხიტაშვილმა; რეჟისორმა ციცი კობიაშვილმა.
ცნობისთვის, ფესტივალი „ნიღაბი-2022“ წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა და ტრადიციული მასპინძელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.