LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართება

196
მიხეილ სააკაშვილი

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა გამოაცხადოს. სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა. წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჩართვაზე უარი თქვა. როგორც აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზის განმარტებისას აღნიშნა, „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რის გამოც მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე იმ უცხოელი სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა იგეგმება, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g