LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანი და საქართველო ზამთარში მთელი მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი გახდება – გიორგი რამიშვილი

163
გიორგი რამიშვილი

“ბაკურიანი და საქართველო ზამთარში მთელი მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი გახდება”, – ამის შესახებ “სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა დღეს, სასტუმრო „რედისონში“ ისაუბრა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

რამიშვილის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო 16 თებერვლიდან უმასპინძლებს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი კი „სილქ როუდ ჯგუფია“.

„მთელი მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენ, ბაკურიანისკენ იქნება მოპყრობილი. აქ მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავები ჩამოვლენ. ბაკურიანი და საქართველო ზამთარში მთელი მსოფლიოს მიზიდულობის ცენტრი გახდება.

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და ჩვენი ნაკრების გენერალური სპონსორები ვართ და ამ მიმართულებით გაწეული 5-წლიანი შრომა ასეთი უდიდესი მოვლენით დაგვირგვინდა, რასაც მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია. საქართველოში ჯერჯერობით მსოფლიო ჩემპიონატი არაფერში ჩატარებულა და ასეთი ძვირფასი სპორტით რომ იწყება და ბაკურიანში ასეთი სერიოზული ინფრასტრუქტურა რომ გაკეთდა, ძალიან მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა“, – აღნიშნა გიორგი რამიშვილმა.