პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა.
სრულიად საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მნიშვნელოვანი თარიღი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.
“სრულიად საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესსიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს.
შეუძლებელია სრულად შევაფასოთ ეს 45-წლიანი ღვაწლი და წვლილი, არა მარტო ეკლესიის, არამედ, ზოგადად, ერის სულიერი ცხოვრების და ქვეყნის განვითარებაში.
მინდა, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს პატრიარქს!”, – დაწერა კახა კალაძემ ფეისბუქში.