დათი ქოქრაშვილი რვა წლის ასაკში შარტავას ქუჩაში მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო საქართველომ.
იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ექიმებმა დათის გადარჩენა მოახერხეს, დაიწყო მეორე ბრძოლა სიცოცხლის სასარგებლოდ.
ერთ წამს შეუძლია ადამიანის და მის გარშემო სამყაროს შეცვლა. ასე მოხდა დათის შემთხვევაში.
თავზარდამცემმა ამბავმა, რომელმაც ქოქრაშვილების ოჯახში ყველაფერი დავდაყირა დააყენა და ქვეყანა შეძრა, ერთი მთავარი გმირი ჰყავს.
სიცოცხლის მოყვარე პატარა დათუნა, რომელმაც ახლობლებმა სუპერმენი შეარქვეს.
დათიმ მშობლებთან ერთად იცის, რომ ომში არიან. „იმედის კვირამ“ დათის ოჯახთან შეხვედრა მოახერხა.
დათის უყვარს კომპიუტერთან მანქანების შეჯიბრის თამაში. მოუთმენლად ელის იმ დროს, როდესაც საკუთარი მანქანა ექნება და ამბობს, რომ ყველაზე ყურადღებიანი მძღოლი იქნება.
ტრაგედიამ დათი ემოციური და დედ-მამაზე მიჯაჭვული გახადა. მაგრამ მთავარია, რომ პროგრესია. გერმანიის ქალაქი გარდამტეხი ცვლილებების მიზეზი უნდა გახდეს. დათიმ სიარული ახლიდან უნდა ისწავლოს.
ექიმი ტიმ ბაუმაისტერი ერთადერთია, ვინც ექსპერიმენტს დათანხმდა. მისმა კოლეგებმა ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის რამდენიმე ქალაქში უარი თქვეს პროტეზის გაკეთებაზე.
„ერთობლივი მუშაობის შემდეგ შეგვიძლია პროტეზის უპირატესობები გაჩვენოთ. ამ მდგომარეობაში ყველაფერი ინდივიდუალურია, ამ მდგომარეობაში ყველამ უნდა იბრძოლოს“. – ამბობს ექიმი ტიმი „იმედთან“ საუბრისას და დასძენს, განსაკუთრებული შემთხვევაა, სხეული მთლიანად შეცვლილია.
პატარა დათუნა აკეთებს, ყველაფერს, რომ იმედი არ გაუცრუვდეს.
დათი წინ ბევრი ბრძოლა ელის.
2 იანვარს ექიმმა პაციენტს ახალი, საბოლოო პროთეზი უნდა მოარგოს. ადაპტაციის პერიოდი ადგილზე სავარაუდოდ 3-4 კვირა გაგძელდება.
ექიმები ამბობენ, რომ მონდომება მთავარი ფაქტორი იქნება.
20 წლამდე პროთეზი წელიწადში ორჯერ უნდა შეიცვალოს, რაც 100 ათას ევროსთან არის დაკავშირებული…