პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას აუქმებს – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეები გახდა.
„ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების სახელმწიფო ცერემონიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების გამართვის დრო საზოგადოებას დამატებით ეცნობება.