47 წლის ტობი მაგუაირი ღამის კლუბებში სიარულის მოყვარულია. ის თავის საუკეთესო მეგობართან, ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად არაერთხელ შეუნიშნავთ წვეულებებსა თუ კლუბებში.
ამჯერად „ადამიანი ობობას“ ვარსკვლავმა ,,ქსელში ორი გოგონას გაბმა განიზრახა”. ის დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე კლუბთან იდგა და ერთდროულად ორ გოგოს ეფლირტავებოდა.
„ობობა, ქსელში ორ პეპელას ახვევს“, ,,ტობის დიდი მადა აქვს “, – ხუმრობენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ტობი ერთხელ იყო დაქორწინებული, მას ჯენიფერ მაიერთან ორი შვილი ჰყავს. წყვილი 2007 წელს განქორწინდა.
ჯიჯის შემდეგ საუკეთესო მეგობრის ჯერია – ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაირი ბარში გართობის შემდეგ
ფოტო: ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაირი ბარში გოგონების გარემოცვაში ნებივრობენ