LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეზე: კლინიკის სხვა უამრავ მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე

508
Untitled design (7)

სამედიცინო ცენტრ „ვივა მედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას ეხმიანება.

როგორც ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ „ვივა მედს“ 125 პატიმარი ჰყავს გარდაცვლილი, რაც ნადირაძის თქმით, „კლინიკის მადისკრედიტებელი ბოდვაა“.

„125 პატიმარი ჰყავსო „ვივა მედს“ მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე, გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი, რეანიმაცია არ აქვთო, ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს, სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი, მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

„ვივამედში“ კარანტინი გამოცხადდა: „თუ საჭიროება მოითხოვს, რომ პაციენტთან აუცილებლად მნახველი შევიდეს, სპეციალური აღჭურვილობით შეუშვებენ“

„სააკაშვილი მოწამლული იყო სხვადასხვა მეტალით.. ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ბარიუმი საკმაოდ სერიოზულ ტოქსიკურ ეფექტებს იწვევს – მას ისეთ დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდება, სადაც დეზინტოქსიკაციაა შესაძლებელი, ასეთი აშშ-ში გვაქვს: ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი

 

magti 5g