მომღერალი ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ მეგობარს, ირაკლი ჭკადუას ემოციური პოსტით იხსენებს სოციალურ ქსელში.
„შარშან ამ დღეს დილიდან შენს სახლის კართან ვიდექი, მაგრამ აზრი არაფერს აღარ ჰქონდა… ჩემო ნამდვილო და ძალიან გამორჩეულო მეგობარო… მას მერე დღე არ გასულა უშენოდ… იცი როგორ ახერხებ ამ დრომდე ზრუნვას? როგორ მაცინებ როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდება? რამდენჯერ ვიცანი შენი ხელი …. გცნობ ჭკადუ… შენ კი არ გიყვარს ვინმემ გაიგოს შენი ჩადენილი სიკეთეები, მაგრამ გცნობ და სხვებსაც ვუყვები…ბოდიში ამისთვის…. ამ საიდუმლოს ვეღარ გინახავ… მაპატიე?? Irakli Tchkadua
მადლობა ყველაფრისთვის ?
ძალიან მიყვარს ეს ბიჭი და არ ვიცი რა ვქნა… ან აქ რატომ ვწერ … მაგრამ რაღაც ხომ უნდა ვქნა…“, – წერს ქრისტინე იმედაძე.
2022 წლის 3 იანვარს გახდა ცნობილი, რომ 37 წლის ბიზნესმენი ირაკლი ჭკადუა გარდაიცვალა.