„მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს – პირველ რიგში“, – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება:
„ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება.
მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვმადლობ ჩემს მშობლებს, ღმერთს – პირველ რიგში.
„მაუწყე მე, უფალო, გზაი რომელსაცა ვიდოდე“.
„ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!“ – აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე 90 წლის გახდა.