ტელეწამყვანი და მსახიობი ია ფარულავა “ფარული კონვერტში”, სტუმართან, მუსიკოს დათო ევგენიძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.
როგორც ფარულავა საუბრობს, წლების წინ დათო ევგენიძემ მოხიბლა და ეს ამბავი მან დღიურის სახით შემოინახა.
“1984 წელი, 12 იანვარი, ღამის ათის ნახევარია და ირმასთან ნამცხვრებით მივდივარ. ვიცი, რომ დათო უნდა მოვიდეს. ცოტა ხანში ვხედავ, მანქანიდან როგორ გადმოდის და ზარს რეკავს. მე მისაღებ ოთახში ვარ. ვხედავ როგორ შემოვიდა ირაკლი ჩარკვიანი, დათო და ვიღაც ლიკა. დათო მომიახლოვდა და გადავკოცნეთ ერთმანეთი. დათოს მზერა დავიჭირე და მთხოვს რომ ვიცეკვოთ.
ახლოს ვართ ერთმანეთთან, ლოყები ერთმანეთს ეხება და ჩვენ ორივეს გვსიამოვნებს ეს. ტრიალი, ისევ ცეკვა, ლოყაზე შეუმჩნევლად მაკოცა. ცეკვა დასრულდა ხელზე მაკოცა. დათო მაცილებს, საჭესთან ზის, მე ხელზე ვეფერები, ისიც მეფერება და ძალიან ნერვიულობს. სახლამდე არ გამიშვია მისთვის ხელი. ტელეფონის ნომერს მართმევს და მეუბნება, რომ მოსკოვში წასვლამდე დამირეკავს. მეუბნება, რომ წასვლამდეც დამირეკავს და შემდეგაც. დილა გათენდა და მან არ დამირეკა. მეც მომატყუა”, – კითხულობს დღიურს ია ფარულავა.
დათო ევგენიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ია ფარულავა ძალიან პატარა ასაკის, 14 წლის იყო და სწორედ ეს გახდა მისი თავშეკავების მიზეზი.
“მაშინ ერთი სული მქონდა მეკოცნა”, – მიმართა ევგენიძემ ფარულავას.
ვიდეო: „მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვა“ – როგორ აღნიშნა დათო ევგენიძემ იუბილე
ვიდეო: დათო ევგენიძე: ,,აი, ეს გოგო არის ჭეშმარიტი ვარსკვლავი!..”
ია ფარულავა: „დომენიკ მანგო არის ჩვენი დროის გმირი..“