LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: რიტორიკა ნატოს ღია კარზე უკრაინისთვის საკმარისი არ არის

181
BeFunky-collage (3)

„ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება. გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს. ჩვენ უფრო მეტს ველით, ვიდრე ღია კარებს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვოვში პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ვილნიუსში ზაფხულში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკრაინის ნატოში წევრობის შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის.

“რაც შეეხება ვილნიუსს. დღეისთვის ღია კარების შესახებ რიტორიკის სახით უბრალოდ უკრაინის მხარდაჭერა არასაკმარისია. უფრო ზუსტად, არასაკმარისია ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ – არასაკმარისია ჩვენი მეომრების მოტივირებისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება უკრაინას ბრძოლის მოტივაციას უჩენს.

„ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვჭირდება. გადაწყვეტილება ვილნიუსში იქნება. ჩვენ ძალიან ველით ძლიერ ნაბიჯებს. ჩვენ უფრო მეტს ველით, ვიდრე ღია კარებს. ისეთი რაღაცები, როგორც კანდიდატის სტატუსი, მოტივაციას გვიჩენს. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ დაპირებებს არ გვაჭმევენ, რომ რეალურად თანასწორებს შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა მოტივაციას გვიჩენს, ვიბრძოლოთ. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე წინ გადადგმული ნაბიჯები”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა შეიძლება, გახდეს ყველაზე მძლავრი ევროპაში, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია მთელი კონტინენტისთვის

უკრაინა-ევროკავშირის მომავალი სამიტი კიევში, 3 თებერვალს გაიმართება

ზელენსკი: აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g