LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვსურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გავაორმაგოთ – “კარფურის” მფლობელი კომპანიის დირექტორი

235
hhhh (1)

კომპანია Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ჰანი ვეისი აღნიშნავს, რომ ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებული ვალდებულების ფარგლებში კომპანიას სურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გააორმაგოს.

ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს - ვის შეხვდა პრემიერი

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid Al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს ჰანი ვეისს შეხვდა.

“2023 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის ზრდისა და გაფართოების მიმართულებით აღებულ ვალდებულებას და გვსურს საქართველოში უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდება 2025 წლისთვის გავაორმაგოთ.

განსახილველ საკითხებს შორის პირველ ადგილზე იყო მდგრადობა და ჩვენი გუნდების აქცენტირება განახლებად ენერგიაზე, რათა საქართველოში ჩვენი 80-ზე მეტი ობიექტისთვის უწყვეტი მიწოდება იქნეს უზრუნველყოფილი”, – აღნიშნავს ჰანი ვეისი.

შეგახსენებთ, Majid Al Futtaim საქართველოში “კარფურის” მაღაზიათა ქსელს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g