LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც ეპოქა ნამდვილად დამთავრდა, მაგრამ ვიცი, რომ დაიწყება ახალი ეპოქა, ისევ ბუბასთან ერთად..“ – მერაბ სეფაშვილი

496
324178302_1723330154791211_4431171166574467141_n

„ჩემთვის ძალიან რთულია ასეთ ამპლუაში ყოფნა. ძალიან ბევრი შეიძლება ბუბაზე, მის განვლილ ცხოვრებასა თუ მის შემოქმედებაზე ვისაუბროთ, არა მარტო დღეს..“,- ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

„ბუბა მართლაც ეპოქალური ადამიანი გახლდათ, რომელმაც მის მეგობრებთან ერთად, ფაქტობრივად, მუსიკალური კულტურა შექმნა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც.

საოცარი ნიჭის კაცი იყო ბატონი ბუბა. ეს ყველაფერი ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული. მისი არტისტიზმი, მისი გამოსვლა სცენაზე არაორდინარული, იმპროვიზებული იყო და ასეთი იყო ბუბა ცხოვრებაშიც.. მიჭირს საუბარი, ერთი ვიცი, რომ რაღაც ეპოქა ნამდვილად დამთავრდა ბუბასთან ერთად, მაგრამ ვიცი, რომ დაიწყება ახალი ეპოქა, ისევ ბუბასთან ერთად. ღმერთმა აცხონოს მისი სული“, – თქვა მერაბ სეფაშვილმა.

საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ.

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში, სადაც სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

„ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“ – ილია მეორე

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g