LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: არ შეიძლება საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს აწვდიდეს უკრაინას, ეს ომში ჩართვის ტოლფასია – ელექტროგენერატორებით დაწყებული, ბავშვის ხილფაფებით დამთავრებული, უამრავი პროდუქცია გვაქვს მიწოდებული

145
გია ვოლსკი

„არ შეიძლება საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს, პროდუქციას აწვდიდეს უკრაინას, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ტოლფასი გადაწყვეტილება იქნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინისთვის  „ბუკების“ მიწოდების საკითხით დაწყებული, საველე ჰოსპიტლის თემით დასრულებული და ამაზე ღიად ლაპარაკი პროვოკაციული ქმედებაა.

გურამ მაჭარაშვილი : უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება ნიშნავს გაცხადებულ ომს რუსეთის ფედერაციასთან

„ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ: მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი კასიანოვი თავად არის რაღაც არაადეკვატური განცხადებების მოყვარული ადამიანი – არაადეკვატურია მისი ქცევა და განცხადებები.

ეს კასიანოვის განცხადება არ არის. ეს არის ადამიანთა ჯგუფის განცხადება, მათი პოზიციის გახმოვანება, რომ თურმე საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება არ სჭირდება. საქართველოს თურმე არაფერი სჭირდება, თუნდაც ის მწირი რესურსი, რაც თავდასაცავად არის აუცილებელი.

საქართველო თავად არის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, რაც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა და დაუშვა, რომლის მოკავშირეები დიდი რაოდენობით უკრაინის ხელისუფლებაში არიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი მოსაზრებით, არ შეიძლება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკრაინაში მათმა მოკავშირე პოლიტიკოსთა ჯგუფმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გადასძლიოს.

„ჩვენი ეროვნული ინტერესია უკრაინას გვერდით ვედგეთ, უკრაინის მხარდასაჭერად ჩვენი პოლიტიკური პოზიცია იყოს უცვლელი და მყარი, ჰუმანიტარული დახმარება იყოს მნიშვნელოვანი და ხელშესახები, მაგრამ არა სამხედრო დანიშნულების საქონელი და სხვადასხვა ნივთები.

საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საშიშროება არსებობს, დღევანდელ დღემდე მუდმივად არსებობდა და ხვალაც იარსებებს.

არ შეიძლება საქართველოსგან მისი ისედაც მწირი რესურსების მიწოდებას ითხოვდნენ იქნება ეს კასიანოვი, დანილოვი თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი.

რატომ ჩათვალა კასიანოვმა, რომ დასავლეთის – მოკავშირე ქვეყნების რესურსი, უკრაინას სამხედრო ჰოსპიტალი მიაწოდოს უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოსი?! რა იცი, საქართველოს ხვალ რა დასჭირდება?!

კასიანოვი: უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც

კასიანოვი სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინის მოთხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

როგორ შეიძლება გარკვეულ მატერიალურ რესურსს საქართველოსგან ითხოვდე, როდესაც იცი, რომ შენთან ერთად ჰააგის ტრიბუნალში უჩივლა რუსეთს იმის გამო, რასაც უკრაინაში სჩადის, როდესაც იცი, რომ შენთან ერთად მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რუსეთის გარიცხვას მოაწერა ხელი, შეუერთდა არაერთ რეზოლუციას და განცხადებას, ელექტროგენერატორებით დაწყებული, ბავშვის ხილფაფებით დამთავრებული, უამრავი პროდუქცია აქვს მიწოდებული.

როგორ შეიძლება მუდმივად საქართველოზე ამბობდე, რომ ის რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს?! თუმცა რა არის გასაკვირი – აგერ ზელენსკიმ სწორედ საყვედურით მიმართა დასავლელ პარტნიორებს, რომ სამხედრო დახმარება არასაკმარისია.

ამ ვითარებაში კი, 2 000 კილომეტრით მოშორებულ, ნაწილობრივ ოკუპირებულ საქართველოს რომ მუდმივად, ყოველ დღე უწყობ პროვოკაციას, რომ შიდა დაძაბულობა იყოს შენარჩუნებული, ეს არა თუ პარტნიორული საქციელია, ეს არის მტრული დამოკიდებულება საქართველოს როგორც ქვეყნის და როგორც შენი პოტენციური პარტნიორის და თანამშრომლის მიმართ, ეს არის მტრული დამოკიდებულება მისი ხალხის მიმართ – ის რაც კასიანოვმა განაცხადა.“– განაცხადა გია ვოლსკიმ.

გივი მიქანაძე კასიანოვის განცხადებაზე – ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g