LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას“ – არახამია კორუმპირებულ ჩინოსნებზე

151
araxamias david

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებულ ჩინოსნებს „გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ“. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამზე დაწერა.

„სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მოროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ.

მისი თქმით, ეს ეხება როგორც გენერატორების შესყიდვის საქმეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი დააკავეს და ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსადმი წაყენებულ ბრალდებას, რომ უწყება ჯარისთვის საკვებ პროდუქტებს ძვირად ყიდულობს.

არახამიას თქმით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ხელისუფლება მუდმივად მოუწოდებს, ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და მოეშვან საეჭვო საქმეებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g