LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა მამულაშვილი: სამწუხაროა, რომ ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა საარჩევნო კამპანია, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან გამოვა

155
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„სამწუხარო იყო, რომ ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა საარჩევნო კამპანია, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენს პროგრამებზე და ხედვებზე გვესაუბრა, თუ როგორ ვაპირებთ პარტიის წინ წაყვანას და რა გეგმები გვაქვს, ვიდრე ერთმანეთისთვის კონკრეტული ბრალდებები წაგვეყენებინა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტია პარლამენტს დატოვებს.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პარტია შეინარჩუნებს ერთობას და გამოვა კრიზისიდან ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ახლაა.

მე „ნაციონალურ მოძრაობაში“დავაყენე ინიციატივა, რომ გვეკითხა ჩვენი ამომრჩევლისთვის უნდა დარჩეს თუ არა პარტია პარლამენტში.

ჩემთვის მე-10 მოწვევის პარლამენტი, არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ყოფნით მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებს იმით, რომ ჩვენ ვზივართ ერთ შენობაში იმ ძალასთან, რომელმაც ევროპული მომავალი დააკარგვინა საქართველოს.

ამიტომ პირველი გადაწყვეტილება ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვა პარლამენტიდან,“ – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g