„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა.
არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება „ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ.
კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.
ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.