გადაცემა “დღის პოსტის” გადამღები ჯგუფი, ცნობილ დერმატოლოგ-ვენეროლოგს ზაზა თელიას სახლში ესტუმრა და მისი ოჯახური ცხოვრებით დაინტერესდა.
როგორც ზაზას მეუღლე, კარდიოლოგი თამუნა ალუღიშვილი საუბრობს, მათი ქორწინებიდან 10 წელი გავიდა.
“უკვე ათი წელია ცოლ-ქმარი ვართ და 16 წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. უკვე ისე ვართ, როგორც ერთი ადამიანი. ჩემი დაბადების დღე მახსოვს, სადღაც მთაზე ახოხდა და იქ ფოიერვერკი გაუშვა. მთაზე მიხოხავდა და მერე აღმოჩნდა, რომ ასანთი არ ჰქონდათ, ბრძოლები გაიარა და მთლიანად ტალახიანი იყო. კარგი მეუღლე და კარგი მამაა”, – საუბრობს ზაზას მეუღლე.