„ნებისმიერი ადამიანის მოლოდინი, რომ შესაძლებელია, ამ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თავის მოტყუებაა – მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნა, ის, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც 2-3 დღის წინ იხილეს.
ნადირაძე - ის საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მაგალითად, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილა ფლავი, არაფერში წერია
„ჩვენ გვინდა, რომ პაციენტი იყოს კარგად. მე პირადად, მთელი არსებით ვარ მოწოდებული ამისკენ“
„ის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო დამძიმდება, ეს არის ის ლოგიკა, რაც ყველა საღ ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელისუფლებაშიც და გულშემატკივრების რიგშიც, მათაც ვისაც არ აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის პერსონა, მაგრამ აინტერესებს საქართველოს ბედი.
ამიტომ დღევანდელი მისი მძიმე მდგომარეობაც, რაც გიული ალასანიამ აღწერა, არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც ჩვენ 2-3 დღის წინ ვიხილეთ. მისი გაუბედურებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტები მთელმა მსოფლიომ ნახა, ადეკვატურად შეაფასა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არის ყრუ.
ალასანია სააკაშვილზე: არ ვიცი როდემდე გაძლებს, მომდევნო კვირის ბოლომდე? ძალიან მეეჭვება..
ეს არის ჩვენი პრობლემა და საზოგადოების პრობლემა, ვერ ვახერხებთ გამოვაფხიზლოთ ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის და არ ვაიძულებთ, გაიგოს.“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.