მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ სააკაშვილმა გონება ისევ დაკარგა.
ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივა მედთან“ განაცხადა და აღნიშნა, რომ „არ იცის, სააკაშვილი როდემდე გაძლებს“.
„გონების დაკარგვის ეპიზოდი განმეორდა, მაგრამ არავინ არაფერს არ იღებს, მგონი, და რა აზრი აქვს, რას ვიწერთ. გუშინ იყო და ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი. მაგრამ, მე არ ვიცი, უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ არ ვიცი ეს ადამიანი როდემდე გაძლებს.. (რომელი მომდევნო კვირის ბოლომდე გაძლებს?) ამდენ ხანს გაძლებს ეს ადამიანი ასეთ მდგომარეობაში? ძალიან მეეჭვება, ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია.
მაქვს სურვილი, რომ ვენების დახმარებით მოხდეს საკვები დანამატების მიღება. სააკაშვილი ამაზე უარს გამოუცდელობის გამო ამბობს. როგორც ჩანს, მიზეზი ეს არის, ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი ნავალნის მსგავსად, “ნოვიჩოკით” მოწამლეს