LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე: „ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში..“

283
5555

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმის მორიგ სასამართლო პროცესს დღეს დისტანციურადაც ვერ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი. სასამართლოში პენიტენციური დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ოქმი, ასევე კლინიკა „ვივა მედიდან“ სამედიცინო ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ მიეცა, დისტანციურად ჩართვაზე კი თავად სააკაშვილმა განაცხადა უარი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი დაიკითხა.

ნინო ნადირაძემ თქვა, რომ პატიმარ პრეზიდენტს ოჯახი განგებ მაღაზიის დაბალი კალორაჟის საკვებით კვებავს.

„დაანებეთ ამ ადამიანის წამებას თავი, გაანებეთ მისი სუიციდს ხელშეწყობას თავი! მე ამას ვაფიქსირებ, მე ამას ვუყურებ ყოველდღე. არც ერთი თქვენგანი არ შესულხართ და არცერთი სიტყვა არ გითქვამთ, „მიშა, ჭამე!“.

მას საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს, გემრიელი საკვებიც უყვარს… და რომ შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, მაღაზიის ცივი სოკოს შილაფლავი და ცივი მჭადი და ოთხი ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ, მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ ასეთი მძიმე ნაწლავური დაზიანებაა“. – თქვა ნინო ნადირაძემ.

 ნადირაძე ამბობს, რომ „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გასაღები მის ცუდად ყოფნაშია“.

„სააკაშვილთან ბევრჯერ ავსულვარ და ამიხსნია, თუ რამხელა ზიანს აყენებს თავის ჯანმრთელობას, როდესაც ასეთი კალორაჟის საკვებს იღებს.

მეც არ ვიცი თავისუფლებაზე რაზე წავალ და რაზე მოვაწერ ხელს. ჩვენ არ ვერევით მისი დაცვის მხარის ქმედებებში. გვინდა, რომ ის გამოჯანმრთელდეს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

თავისუფლების გასაღები მისი ძალიან ცუდად ყოფნაშია, ეს გათვითცნობიერებულები ვართ. მაგრამ ჩვენი ვალია რომ მას შესაბამისი მკურნალობა ჩავუტაროთ“, – ამბობს ნადირაძე.

„ვივა მედის“ დირექტორი აპირებს, რეგულირების სააგენტოს კლინიკის პერსონალის ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით მიმართოს, რაც მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან ხორციელდება.

„მისი მთელი გარემოცვის მხრიდან მუდმივად მიდის შეურაცხყოფა. მთავარია, ჯანმრთელობა იყოს კარგად, თორემ რაც უნდა, დაგვაბრალონ. სააკაშვილის გარემოცვა კლინიკის პერსონალს მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას. აუცილებლად მივმართავ რეგულირების სააგენტოს, ყველა ფაქტს მივცემ მსვლელობას, თუ რატომ ვიყავით ასეთი შეურაცხყოფის ღირსი ყველა მხრიდან“. – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ნადირაძის განცხადებით, დღეში რამდენჯერმე იღებს ინფორმაციას პაციენტს შესახებ მასთან კონტაქტში მყოფ ყველა ექიმისგან, რომელთა ძირითადი გულისტკივილი არის ის, რომ პაციენტი ძალიან ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მიერ მიცემულ დანიშნულებას.

„რა თქმა უნდა, ის შერჩევით იღებს პრეპარატებს. ყველაზე დიდ პრობლემად რჩება კვების პრობლემა და კვებასთან დაკავშირებული სხვა სამკურნალო ღონისძიებების გატარება. მე პირადად, არც ერთხელ დამიშურებია და დამიხევია უკან, ხშირად ავდიოდი ბატონ მიხეილთან, როდესაც ექიმი ძალიან მთხოვდა, რომ მის ნათქვამს ყურად არ იღებს. მისთვის დეტალურად ამიხსნია, თუ რამხელა რისკის ქვეშ აყენებს ის თავის ჯანმრთელობას, როდესაც ასეთი მცირე კალორაჟის საკვებს იღებს“, – აცხადებს ნადირაძე.

„ვივა მედის“ დირექტორი ამბობს, მედიკოსები ფაქტობრივად, სასჯელს მიხეილ სააკაშვილთან ერთად იხდიან. 

„ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. უნდოდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, მაგრამ რომ ავუხსენით, რომ იქ ვერ ვერ შევა, ადვოკატი, დედა და სხვა მნახველები, გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად დამანგრეველია. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები. მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნა. ის ვერ ეგუება ამ გარემოს, არ შეუძლია. მე მყოლია მსგავსი პაციენტი“, – თქვა ნინო ნადირაძემ.

სასამართლო პროცესზე მანვე აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო“.

„პალატებსა და განყოფილებებში დასდევდნენ თამარ აბაშიძეს და მგონი დავარაშვილს, რომ არ შეეწყვიტათ დიაზეპამის ინტრამუსკულარული გამოყენება. ეს ქმნიდა დიაზეპამის ფონს, დიაზეპამის ფონის შემთხვევაში კი პაციენტის გამოკითხვა არ იქნებოდა რელევანტური. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას ვერ შექმნიდა, რომ სასამართლო პროცესები ჩატარებულიყო კლინიკის ტერიტორიაზე.

პაციენტის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო. მე დავიბარე თამარ აბაშიძე და მკაცრად ვუთხარი: მესმით, თქვენი ემპათიის მომენტი, მესმის, რომ პაციენტის მხარეს ხართ, მაგრამ დამერწმუნეთ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, პაციენტის მხარე დიაზეპამის გაკეთებას თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. დიაზეპამი არ არის ხანგრძლივი მოხმარების პრეპარატი, მხოლოდ მწვავე სიტუაციაში გამოიყენება ინტრამუსკულარული სახით. ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში“. – თქვა ნადირაძემ.

კლინიკა „ვივა მედის“ დირექტორმა ისაუბრა ნინო ლომჯარიაზეც და აღნიშნა, რომ მას სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის გარდა, არც ერთ პაციენტთან არ უნახავს.

„სახალხო დამცველი საერთოდ ვერ გავიგე რას აკეთებს. 5 წელია პენიტენციურს ვემსახურები და ეს ქალბატონი თვალით არ მინახავს არცერთ პაციენტთან, გარდა მიხეილ სააკაშვილისა და ისიც, როცა დასჭირდა კობის უცებ შეყვანა დაიმალა.

სახალხო დამცველის ექსპერტიზაში ვინც არის, ყველა ჩემი მეგობარია. სახალხო დამცველის მოადგილე მეჯდა კაბინეტში, როდესაც გია გრიგოლიას ძალიან ბევრი კითხვა დავუსვი და ის ყველაფერზე დამეთანხმა, მაგრამ ამიხსნა, რომ ასეთი პოლიტიკა და პოზიცია, რაც მათ უჭირავთ, საქმე მოითხოვს და სხვა გზა არ აქვთ.

სახალხო დამცველის მოადგილეც იქ იჯდა და ვუთხარი, რომ მე ისეთ სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც საქმეს რომ სჭირდება, მე თავი უნდა დავხარო და ვთქვა, რომ შტერი ვარ, ამას ხელს არ მოვაწერ, გადით და კიბეებზე რაც გინდათ ის თქვით – მეთქი. სახალხო დამცველს მე არასდროს დავუცვივარ, ის მხოლოდ პოლიტიკოსებს იცავს. ჩემი თავის დამცველი ისევ მე ვიქნები, არავის იმედი არ მაქვს, ოღონდ შიმშილობას არ დავიწყებ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

„ვივა მედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახური გადასახადის გადაუხდელობაში დაადანაშაულა და შეახსენა, რომ კლინიკისთვის სექტემბრის შემდეგ არაფერი ჩაურიცხავთ.

„თქვენ, სხვათა შორის მიგვიანებთ ჩამორიცხვებს და მე აქ მბრალდება, რომ 3 მილიონი მიიღო თურმე კლინიკამ და მე მთელი განყოფილება მიცდება. 1 პაციენტი წევს იქ. ერთხელ ჩამირიცხეთ ივლისში და მეორეჯერ სექტემბერში და ახლა თებერვლის თვეა, კალკულაცია გამოგზავნილი მაქვს“. – თქვა ნადირაძემ.

საკითხზე „ფორტუნა“ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

ამავე თემაზე:

ნადირაძე: არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება

ნადირაძე – ის საკვები, რაც სააკაშვილთან მოაქვთ, მაგალითად, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილა ფლავი, არაფერში წერია

ნადირაძე სააკაშვილის მნახველებზე: „სიხარულის ყიჟინაა ყველა დაკლებულ გრამზე.. როდესაც ექიმი გამოდის და ეუბნება, დღეს არა და ხვალ მოკვდები, ეს რომელ სამედიცინო ეთიკაში წერია?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები