LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადირაძე: არის შურაცხყოფების კასკადი, მუქარები, მუდმივად მიწევს მედპერსონალის გამხნევება

245
nino nadiraZes

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე იკითხება.

ნინო ნადირაძის თქმით, კლინიკის მედპერსონალი წნეხის პირობებში მუშაობს.

„ჩვენს მიერ დასმულ დიაგნოზებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არის შეურაცხყოფების კასკადი. მუდმივად მიწევს მედპერსონალის ფინანსური წახალისება, მათი გამხნევება ასევე მორალურად.

მე მიჩვეული ვარ ბულინგს, მაგრამ მუდმივი წნეხის პირობებში არის ჩემი მედპერსონალი. მათ უგზავნიან შეტყობინებებს. არის მუქარები.

თუ საქმეს ამ მიმართულებით მივცემთ მსვლელობას, შეგვიძლია წარმოვადგინოთ მტკიცებულებები”, – თქვა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

სხდომას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.

პოლიტიკური მეტოქისადმი ანგარიშსწორება თუ წარსულში დაბრუნება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა სააკაშვილზე

„ეს ფოტოები მხოლოდ პუტინს სიამოვნებს… თავისუფლება მიშას!“ – ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ მოწოდებას ავრცელებენ

დეგნანი სააკაშვილზე: სერიოზული მდგომარეობაა.. ჩვენი და ბევრი სხვა ქვეყნის მთავრობა შეშფოთებულები ვართ

უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას

“სააკაშვილი კრიმინალია და რასაკვირველია სასჯელი უნდა მოიხადოს” – თეა წულუკიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g