იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბადრი ესებუას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იუსტიციის მინისტრი შს მინისტრს რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას ულოცავს.
„ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას.
ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც.“ – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
„საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.
ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია და ვიდეომასალა უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ამავე თემაზე:
მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, დაკავებული ბადრი ესებუა ჩანს
ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს
“ყველაზე მაგრად მინდა, რომ დავაკავოთ” – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე