LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის თბილისში ნივთების შეგროვება დაიწყო – სად და როგორ შეძლებთ დახმარების გაგზავნას 

206
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს.

როგორც მათ მიერ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საელჩოს კოორდინაციით, შეგროვდება საჭირო ნივთები და თურქეთში მათი ტრანსპორტირება მოხდება.

საელჩოს განცხადებით, მოთხოვნადი ნივთებია:

  • ქურთუკი-პალტო
  • საწვიმარი
  • ჯამპერი
  • ხელთათმანი
  • შარფი – კაშნე
  • ბერეტი
  • წინდა
  • საბანი
  • საძილე ტომარა
  • საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
  • ბავშვთა კვება
  • ბავშვის საფენები
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
  • ქალის ჰიგიენური პაკეტები.

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან თურქეთში დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი გაიგზავნება.

საელჩოს განცხადებით, მოხარული იქნებიან, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.

მსურველებს შეუძლიათ დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.

  1. თურქეთის საელჩო ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
    [email protected]ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
    ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
  2. GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
    [email protected]
    მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
  3. MÜSİAD ი. ჭავჭავაძის პრ. #37
    [email protected]
    ხათუნა: 557 505 946
  4. შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
    ისა ალთუნი: 577 562 007

თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

დილის მონაცემებით, თურქეთში 6 000-ს უახლოვდება დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

დღეიდან ძალაშია პრეზიდენტ ერდოღანის ბრძანება სტიქიური უბედურების ზონაში – 10 პროვინციაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 030-ზე მეტი ადამიანი.

8 თებერვლის დილის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ თურქეთში დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქე.