28 000 დაღუპული ადამიანი – ასეთია ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემები, რომელიც თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა. ინფორმაციას თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუად ოქტაი ავრცელებს.
თურქეთში ამ მომენტისთვის მიწისძვრას 24 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება სირიას, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 500-ს აჭარბებს.
ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.
თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა
მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს