LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი – მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? – ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს

277
Untitled design - 2023-02-12T183803.047

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ყველაფერი  “სხვა ეპოქას გვახსენებს”.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს ????
ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“. – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში ნახატის ნაცვლად დატოვებული წარწერის გამო აღძრულ საქმეს ცისფერ გალერეასთან  აპროტესტებენ.

დღეს მხატვრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნული გალერეის დირექტორმა და ეროვნული მუზეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსმა ალექსანდრა მაცაცო გაბუნიამ და სანდრო სულაბერიძის პერფორმანსს “ინფანტილურ მავნებლობას” უწოდა. მისი განცხადებით, ხელოვანებმა სამომავლოდ, “პერფორმანსები” ისე უნდა დაგეგმონ, რომ “კანონთან კონფლიქტში არ შევიდნენ”.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

მსახიობი და ტელეწამყვანი კახა კინწურაშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წაყენებული მუხლი „სიგიჟეა“. 

მისი თქმით, „ხელოვანს გამოხატვის თავისუფლება უნდა ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g