LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ” – ვანო მერაბიშვილი

165
BeFunky-collage - 2023-02-13T014007.406

რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ, – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.

მერაბიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ პეტრე ცისკარიშვილი, ხაბეიშვილის პარტიის ახალი ხელმძღვანელობა და სხვა ახალგაზრდა ადამიანები ძალიან სერიოზულად არიან პროტესტების ორგანიზებით დაკავებული.

„დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად და რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, ჩვენი დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ. მსურს, მადლობა გადავუხადო უკრაინის მთავრობას, პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას, რომლებმაც არაერთხელ გააკეთეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებები. მსურს, აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასავლეთში საზოგადოებრივი აზრი უმჯობესდება.

ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ზეწოლა და ასევე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტია ძალიან მალე აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ეს გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ როგორც ქართული პროპაგანდა ავრცელებს ინფორმაციას, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო, რაკეტები, რომლებიც უკრაინაში დაფრინავს, თბილისის თავზე იფრენდა; ტანკები, რომლებიც უკრაინაში დადიან, საქართველოში ივლიდნენ.

საქართველო ლიდერი იყო ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა აუტსაიდერია. ახლა ყველაზე მთავარია, რომ მოხდეს პროტესტების ორგანიზება. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ცისკარიშვილი, ხაბეიშვილის პარტიის ახალი ხელმძღვანელობა, სხვა ახალგაზრდა ადამიანები ძალიან სერიოზულად არიან ამით დაკავებული. ისინი აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავლის მიმართ“, – განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, ვანო მერაბიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g