ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მდებარე იუსტიციის სახლთან ქურდობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მძარცველებმა შენობასთან არსებული ჩასარიცხი აპარატიდან თანხა გაიტანეს.
დაზიანებულია იუსტიციის სახლის შენობაც.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.