LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანია: „დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონია, რომ არასდროს გავეკარებოდი სიგარეტს, ჩემი ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის“

240
დადადა

ხათუნა ჟორდანია გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რას შეცვლიდა ის ცხოვრებაში ხათუნამ ასე უპასუხა:

„მგონია, რომ სიგარეტს არასდროს არ მოვწევდი. დღევანდელი გადმოსახედიდან, მგონია, რომ არასდროს გავეკარებოდი სიგარეტს. ჩემი ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის,“ – აღნიშნა ხათუნა ჟორდანიამ.

თათა შარანგიამ ხათუნას ასევე ჰკითხა, რა არის ის, რასაც მას უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, როდის იტყვის, რომ ცხოვრება შედგა:

„როდესაც ვნახავ ჩემს შვილებს, რომ ორივე ბედნიერი იქნება, ორივეს გვერდით ეყოლება მათი შესაფერისი ადამიანი და შვილებს რომ გამიჩენენ, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემს ცხოვრებას ფასი ჰქონდა…

როგორც მე და ერთი ჩემი მეგობარი ვხუმრობთ ხოლმე, კანში სანაპიროზე ვხედავ ჩემს მომავალს, საქართველოდან შორს…

კანში დავასრულებდი ჩემს სიცოცხლეს,“ – თქვა ხათუნა ჟორდანიამ.

„ხშირად მესიზმრება დედაჩემი… ჩემი ავადმყოფობის გამო, მას ყურადღება დავაკელი. ვერ მივხვდი, რომ დამიბერდა” – ხათუნა ჟორდანია

„ჩვენს ცოლქმრობაში ის პერიოდიც ყოფილა, რომ გვითქვამს ერთმანეთისთვის: მორჩა, დამთავრდა და ერთად აღარ გვინდა” – ხათუნა ჟორდანია ოჯახურ ცხოვრებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g