LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ტერორიზმი.. მოსკოვის დახმარებით კლავენ“ – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ვაშინგტონში

153
Untitled design

„თავისუფლება მიშას“, „გადაარჩინე მიშა“ – ამ ლოზუნგებით ქართველმა ემიგრანტებმა, ასევე უკრაინის მოქალაქეებმა აქცია  ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან მიხეილ სააკაშვილი შეწყალებას მოითხოვენ.

„ბევრჯერ შევკრებილვართ. ჩვენი დღევანდელი შეკრება საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტისადმი უშუალო მიმართვაა: სალომე ზურაბიშვილს მოვთხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს“..

„დღეს შევიკრიბეთ ცივილიზებული ადამიანები, რომლებმაც ვიცით, რომ  ჩვენ გვინდა საქართველო ქართველებით, ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში, რომელსაც საქართველო ერქმევა“..

„პირველ რიგში, ვითხოვთ მიშას გათავისუფლებას, არაადამიანური რამეა, ეს არის ტერორიზმი“, – განაცხადეს თეთრ სახლთან გამართულ აქციაზე მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა.

აქციის მონაწილეებმა, სიმბოლურად, თეთრი სახლის ჭიშკარზე ხელები დაიბეს:

„სააკაშვილის დროს საქართველოში თავისუფლება იყო. როდესაც თბილისში ჩავედი, არაფრის მეშინოდა, კრიმინალები ციხეში ისხდნენ, ქუჩებში ხალხი თავისუფლად დადიოდა, დღეს კი სააკაშვილს მოსკოვის დახმარებით კლავენ“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა უკრაინის მოქალაქემ.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები დღეს, 20 თებერვალს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დაგეგმილი.

magti 5g