LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კახექსია უფრო გაღრმავდა, უკვე ძვლების განლევაც დაიწყო.. თუ 55 კილოგრამს მიაღწევს, აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები დაიწყება“ – ექიმი გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე

227
ფორტუნა (52)

სახალხო დამცველის კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება.

მისი განმარტებით, ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის წევრი ექიმების მიერ ახალ დასკვნის მზადებისას გამოიკვეთა, რომ ყოფილი პრეზიდენტზე დასმული კახექსიის დიაგნოზი „უფრო გაღრმავდა.“

ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს - ნუ ცდის ორგანიზმს - სააკაშვილის მკურნალი ექიმი

„საკვები დედამისს მოაქვს, რაც მას უნდა, თუმცა დედამისმა რაც არ უნდა მოუტანოს, თვითონ თუ არ უნდა, არ მიიღებს“

„4 დეკემბერს, 19 თებერვალს ვნახეთ და კახექსია ღრმავდება. კანონზომიერია, რაც მიხეილ სააკაშვილს მოსდის: წონაში კლება, კუნთების განლევა და ახლა უკვე ძვლების განლევაც დაიწყო. ეს ნელ-ნელა კანონზომიერად მიმდინარეობს, ვინაიდან მას ადეკვატური მკურნალობა ვერ და არ უტარდება“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი 55 კილოგრამს მიაღწევს, აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

„ჩვენი კონსილიუმის დასკვნა თითქმის უკვე მზად არის, როდის გასაჯაროვდება ამას ომბუდსმენის აპარატის გადაწყვეტს. ახალი დეტალებია არის ის, რომ ღრმა კახექსია უფრო გაღრმავდა, ამ ორთვე–ნახევარში კიდევ 6 კილოგრამი დაკლებული აქვს. ჩვენ ამ დასკვნაში ვსაუბრობთ, რა შეიძლება ასეთ კატასტროფულ კლებას მოჰყვეს. მისი სიმაღლიდან გამომდინარე კატასტროფული წონა 55 კილოგრამი არის, თუ ამ 55 კილოგრამს მიაღწევს, მერე აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესები დაიწყება.

დღესდღეობით ჯერ 64 კილოგრამია და წონა ნახვის დროს ცოტა მეტი იყო. როგორ განვითარდება პროცესები არ ვიცით, თუ გაგრძელდა ეს კლება კატასტროფული შედეგი იქნება და სწორედ, ჩვენს ბოლო დასკვნაში ამ რისკებზე იქნება ლაპარაკი.

ჩვენ ბოლო ვიზიტის დროს სამედიცინო ბარათთან წვდომა არ გვქონდა, მაგრამ ომბუდსმენის სამსახურმა ეს ინფორმაცია მოიზიდა. ჩვენი ყველა შემდეგი ვიზიტი დაგეგმილია ომბუდსმენის სამსახურის მიერ. ალბათ, ჯერ წინა ვიზიტის დასკვნა უნდა დავდოთ და შემდეგ უნდა ვიფიქროთ კვლავ შედგება თუ არა ვიზიტი“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია

ადვოკატი სააკაშვილზე: „საწოლიდან ვეღარ დგება, ერთი კვირაა, კიდურების გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g