გრანდიოზული ქორწილიდან ორ კვირაში მარკ ენტონიმ და მისმა მეოთხე ცოლმა, ნადია ფერეირამ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელეს. 54 წლის მარკი და 23 წლის ნადია შვილს ელოდებიან.
ახლახან წყვილი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. ნადიას უკვე მუცელი საკმაოდ აქვს წამოზრდილი. „მის პარაგვაი“ შესანიშნავად გამოიყურებოდა ატმისფერ გრძელ კაბაში. ფოტოები ნადიამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოც.
„მარკ ენტონს ქალებში უმართლებს“, „ნადია რა ლამაზია“, „მარკი ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“, „პატარა მარკი და დიდი გოგო, ძალიან დიდი კონტრასტია“, – წერენ კომენტარებში.
მარკ ენტონი მეოთხე ცოლისგან მეშვიდე შვილს ელოდება
ფოტო/ვიდეო: მეოთხე და ბოლო? – უახლესი კადრები მარკ ენტონისა და ნადია ფერეირას ზღაპრული ქორწილიდან