LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, ამის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს” – თამარ დავარაშვილი

542
BeFunky-collage - 2023-03-02T001322.126

მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, სუს-ის აგენტი ხარო, ამის შემდეგ მის პალატაში აღარ შევსულვარ, ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს, – აღნიშნულის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სააკაშვილს ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება.

„როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში და პაციენტი უცნაურად შემხვდა, მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა, ვკითხე ამის შესახებ და მან მითხრა, რომ სუსის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი – გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ.

ეს გადაცემა კვირა საღამოს იყო და ეს მოხდა ორშაბათს. მე მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი რაც მოხდა. 10 თვე მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. მას ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს, მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე”, – განაცხადა თამარ დავარაშვილმა.

ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს – ნუ ცდის ორგანიზმს – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა – ოდნავ დავადე ხელი და იკივლა: გიული ალასანია

ხაჭაპურიძე: არ გამოვრიცხავ დავაყენო შუამდგომლობა, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების მიღებამდე მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში პირადად ნახოს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g