ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა და მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.
“ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის. ევროკავშირი მე იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული, მე ვერავინ უნდა მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები. რა არის ეს, გამაგებინეთ. ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის. ეს არის ჩარევა ქვეყნის შიდა პროცესებში, სტიგმატიზაცია პარლამენტის წევრის. რატომ არის ეს რუსული ამაში ჯერჯერობით ვერავინ დამარწმუნა და პირიქით ვხედავ ამ ყველაფერს. თუ ევროპას და ევროკავშირს გადარჩენა უწერია, ამას, დაიმახსოვრეთ, რომ მიესალმებიან, “- ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.