გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია, Rheinmetall-ი უკრაინაში სატანკო ქარხნის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქარხნის აშენება 200 მილიონი ევრო დაჯდება და წელიწადში 400-მდე ტანკს აწარმოებს.
როგორც კონცერნის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა განაცხადა, უკრაინასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მოლაპარაკებები უკრაინის მთავრობასთან იმედის მომცემია და ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს ორ თვეში მივიღებთ“, – განაცხადა პაპერგერმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ომში მოსაგებად უკრაინას 600-დან 800-მდე ტანკი სჭირდება და ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად წარმოება სასწრაფოდ უნდა დაარსდეს.
მასვე მიაჩნია, რომ ქარხნის დაცვა რუსული თავდასხმებისგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების დახმარებით „არ იქნება რთული“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
„რუსეთის არმია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას” – უკრაინის გენშტაბი