LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების” დეპუტატები, ქეთი დუმბაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებენ, რომ მათ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზი მოხდა

278
BeFunky-collage - 2023-03-08T005311.231

„ქართული ოცნების” დეპუტატები, ქეთი დუმბაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი აცხადებენ, რომ მათ მმართველი გუნდის კანონპროექტს ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ მხარი დაუჭირეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზი მოხდა და მათი ხმები არ დაფიქსირდა.

„გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე. ტექნიკური ხარვეზი იყო, იმიტომ რომ, მე რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე”, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი ქეთი დუმბაძე POSTV-სთან საუბარში აცხადებს.

ანალოგიურს იმეორებს მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი ირაკლი მეძმარიაშვილი:

„მე კანონპროექტს მხარი დავუჭირე… მივეცი ხმა. ეს რაღაც ტექნიკური გაურკვევლობა იყო. დარეგისტრირებული ვარ ჩვეულებრივად”, – აცხადებს მეძმარიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქეთი დუმბაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი, არიან იმ 4 დეპუტატის სიაში, რომლებმაც ოქმის მიხედვით, ე.წ. უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.

სიაში ასევე არიან დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

mazda magti 5g