პიკესთნ დრამატული განშორებისა და არაერთი სკანდალის შემდეგ, შაკირა ესპანეთს ტოვებს. ის და მისი ორი ვაჟი მაიამიში საცხოვრებლად უახლოეს მომავალში გადავლენ. არტისტს სხვა ქვეყანაში წასვლა უკვე რამდენიმე თვეა სურს, თუმცა, ის ესპანეთს ასაკოვანი მამის ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ტოვებდა.
შეგახსენებთ, შაკირას 91 წლის მამა გასულ წელს კლინიკაში დააწვინეს. კოლუმბიელმა არტისტმა „ინსტაგრამზე“ ვიდეოც გაავრცელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ის 91 წლის მამას ფიზიოთერაპიის კურსის გავლაში თავად ეხმარებოდა და თავად ავარჯიშებდა მას.
ფოტო/ვიდეო: შაკირა მიმართვას ავრცელებს
„მეუღლეზე ემოციურად ვიყავი დამოკიდებული“ – შაკირას უახლესი ინტერვიუ