LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები” – ვეტერანების განცხადება აქციაზე

253
BeFunky-collage - 2023-03-09T221532.480

მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – ვეტერანმა ბესო ბენდელიანმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები გააჟღერა.

„მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლების სათავეში დგას რუსი ოლიგარქის ფეოდალები, რუსი ოლიგარქის მონები, ამ ქვეყანას სიმშვიდე, სამწუხაროდ, არ უწერია. ეს გახდება ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთის ფედერაცია… ეს ხომ არ გვინდა, ხალხო.

სიტყვა არის თქვენზე, ღირს თუ არა ამ საკითხის დღესვე დაყენება, ამ სცენიდან, რუსთაველის გამზირზე?! გითხრათ, ხალხო?! თუ ჩვენ მოვთხოვთ ივანიშვილს, უკანონოდ, ბოლო განსაკუთრებით 2 დღის განმავლობაში რაც ჩაიდინა მისმა ხელისუფლებამ, ის გადმოგვიგდებს ერთ ბარტყს, პირობითად შს მინისტრს, რომელსაც თვალის დახამხამების გარეშე გაუშვებს.

ამიტომ, თუ არის ნება ქართველი ხალხის, სტუდენტების, ჩვენ ერთხმად მოვითხოვოთ დღეს, ამ საღამოს, აი აქ, ამ ხელისუფლების, მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – აცხადებს ბესო ბენდელიანი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მმართველმა პარტიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

რას ნიშნავს კანონპროექტის გაწვევა?

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები